30 ივლ
პარტნიორი საერთაშორისო კომპანიისთვის (საკონდიტრო ინგრედიენტების იმპორტი და ვაჭრობა) ვაცხადებთ საკონდიტრო ტექნიკური მრჩეველის ვაკანსიას.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ერისთავის ქ.
- სამუშაო დღეები: ორშაბათი -პარასკევი
- სამუშაო საათები: 09:00-18:00 სთ
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1200-1500 ლარი ფიქს ხელზე, კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით. თუ კანდიდატის გამოცდილება და კომპეტენცია მნიშვნელოვნად აღემატება ვაკანსიით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შესაძლოა ანაზღაურების გადახედვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია კვების ტექნოლოგიის, საკონდიტრო და სხვა მომიჯნავე მიმართულებით განათლება (კოლეჯი, ან უმაღლესი)
- აუცილებელია კონდიტერად, ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მუშაობის გამოცდილება 1-3 წელი
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე (შიდა კომუნუნიკაციისთვის)
- სასურველია რუსული ენის ცოდნა საშუალო დონეზე (შიდა კომუნუნიკაციისთვის)
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
- აქტიურად უწყობს ხელს პროდუქტის განვითარების პროცესს
- უწევს მომხმარებელს კონსულტაციას ინგრედიენტების საუკეთესოდ გამოყენებისა და მაქსიმალური შედეგის მიღებისათვის
- გუნდთან ერთად კოორდინაციას უწევს და მართავს ადგილობრივ ღონისძიებებს
- მონაწილეობას იღებს პროდუქტის პრეზენტაციაში
უნარები და კომპეტენციები:
- სიახლეების მუდმივი მეთვალყურეობა
- ამოცანის გადაჭრაზე/გამოსავლის ძიებაზე ორიენტირება
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
- გუნდთან მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- მომხმარებელთან სწორი ურთიერთობა და კონსულტირება.
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 15 აგვისტოს ჩათვლით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ მიჰყვეთ მოცემულ ბმულს და გაიაროთ რეგისტრაცია https://goo.gl/forms/SIW2PuCl925mZeu33.
შერჩევის ეტაპები:
- ონ ლაინ გასაუბრება ჩვენთან
- ოფ ლაინ გასაუბრება დამკვეთ კომპანიაში.
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!