01 ივნ
შერჩევა: შიდა ძალები VS აუთსორსი
კომპანიაში გაქვთ ახალი თანამშრომლის მოძიების საჭიროება საშუალო, ან მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე, შესაძლოა რომელიმე იშვიათი, რთულად მოსაძიებელი სპეციალისტი გჭირდებათ. შესაძლოა საუკეთესო კანდიდატის მოსაძიებლად არც თუ ისე ბევრი დრო გაქვთ. ამ ამოცანის გადასაჭრელად თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს HR-ს, მოიძიოთ საკუთარი ძალებით ან მოგვამრთოთ ჩვენ.
- დავიწყოთ იმით, რომ HR მენეჯერს, ისევე როგორც თქვენ, აქვს უამრავი საპასუხისმგებლო ამოცანა – სტრატეგიული და საოპერაციო, რომელიც მოითხოვს მის უშუალო ჩართულობას და მაქსიმალურ ყურადღებას. კონკრეტული ღია ვაკანსია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მათ შორის, რა თქმა უნდა. ხოლო აუთსორსზე გატანის შემთხვევაში ეს ამოცანა გახდება ნომერი პირველი და მასზე მოხდება ჩვენი ძალების სრული კონცენტრირება, ხოლო თქვენი კომპანიის HR თუ სხვა პროცესები კვლავ შეუფერხებლად წარიმართება.
- მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი – ჩვენი საქმიანობა გვაძლევს საშუალებას გვქონდეს კანდიდატების ხარისხიანი, მოცულობითი ბაზა, ასევე მეტი გამოცდილება მთელი საქართველოსა და ზოგჯერ საზღვარგარეთის ჭრილშიც სამუშაო რესურსის შესახებ – რა არის დეფიციტული, ან რაში ღირს ინვესტირება.
- და ბოლოს ჩვენთან აუთსორსის შემთხვევაში სასურველი კანდიდატის მოსაძიებლად წარიმართება მაღალი ხარისხის კომპლექსური მუშაობა – გამოვიყენებთ კონკრეტული ვაკანსიისთვის ყველა შესაბამის არხს, შერჩევის ტექნიკებსა და ყველა ეფექტურ მეთოდს, მათ შორის ჰედჰანთინგს, როგორც გამორჩეული პროფესიონალების მოძიებისთვის საუკეთესო საშუალებას.
დაზოგეთ დრო, თანხები და, რაც მთავარია – მიიღეთ საუკეთესო შედეგი.
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
Previous
Next