+995 591 96 11 11
 irina@hr4b.ge

ყველგან ვაგზავნი, მაგრამ არავინ მირეკავს

🔴მაშ, ასე სანამ ძველით ახალი წელი დადგებოდეს მოვასწროთ სასურველი სამუშაოსკენ სვლა.

📌CV ხომ გავაახლეთ? ხომ ავაწყეთ ყველა წესისა და კანონის დაცვით? ხომ ავტვირთეთ PDF-ში? 

ხოდა, ძალიან კარგი.

📌ახლა მთავარია, ვაკანსია რომ მოგვეწონება მოთხოვნები ყურადღებით წავიკითხოთ (ძირითადები მაინც) და თუ არის შესაბამისობა, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გავაგზავნოთ, ხო, subject-ში პოზიციის დასახელება და CV -ის მიბმა არ დაგვავიწყდეს.

📌რაც არ უნდა სწორად გქონდეთ შედგენილი და გამართული CV, თუ ვაკანსიის ტექსტს ყურადღებით არ წავიკითხავთ – ვერაფერი გვიშველის.

📌და აქ ასეთი მსჯელობა – “შევძლებ მაგ საქმის კეთებას, ოღონდ მიმიღონ” , “რა უნდა მაგას”, ან “ადგილზე სწავლება ხომ ექნებათ?” და მსგავსი არ გამოგვადგება. 

📌შეიძლება CV ვერ იყოს უმაღლეს დონეზე შესრულებული, მცირე ხარვეზებს მოიცავდეს, და ამაზე დახუჭოს დამსაქმებელმა თვალი, მაგრამ ნამდვილად ვერ მოვთხოვთ განიხილოს კანდიდატი სრული შეუსაბამობის შემთხვევაში.

📌არ იფიქროთ, რომ ასეთი შემთხვევები მცირეა – დაახლოებით 70 % მიღებული განაცხადებიდან სრულ შეუსაბამობაშია ვაკანსიის მთავარ მოთხოვნებთან. ეს წიგნებში რომ წერია ის თემა კი არაა და ვიღაცამ სადღაც გამოსვლაში რომ თქვა – ქართული სტატისტიკაა.

📌რა ცუდია მერე რომ არავინ გვიკავშირდება? 

📌ხოდა, ასე –  “ყოველი შემთხვევისთვის” ნუ გააგზავნით CV-ს.