+995 591 96 11 11
 irina@hr4b.ge

Category: vacancy

მთავარი აგრონომის ვაკანსია

რეკრუტინგული & საკონსულტაციო კომპანია ადამიანური რესურსები ბიზნესისთვის – HR4 Business დამკვეთი საერთაშორისო კომპანიისთვის (სოფლის მეურნეობის დისტრიბუცია   მსოფლიოს 47 ქვეყანაში) აცხადებს მთავარი აგრონომის/ბიზნეს განვითარების მენეჯერი ვაკანსიას.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო კვირა;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 2500 ლარიდან, კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება აგრონომიის, ან სოფლის მეურნეობის მიმართულებით;
  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება აგრო კულტურის, სათესლე, აგრო ქიმიკატების და სასუქების სფეროში.
  • ქართული აგრო კულტურის ცოდნა მაღალ დონეზე: სტრუქტურა და ტენდენციები/ ფერმერებისთვის აქტუალური საკითხები/ საკვანძო ფერმები და ფერმერები;
  • თანამედროვე აგრარული სტრუქტურისა და ტენდენციების ძირეული ცოდნა;
  • რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (აუცილებელია);
  • ინგლისური ენის ცოდნა (სასურველი).

 

ძირითადი მოვალეობები:

  • არსებულ და ახალ მომხმარებლებთან ვიზიტი მათი საჭიროებების განსახილველად;
  • თითოეული აგრო კულტურის მსხვილი და საშუალო ფერმებისათვის სისტემური /გადაწყვეტილებებზე ორიენტირებული შეთავაზებების წარმოება/განვითარება (დასაწყისიდან დასასრულამდე);
  • კომპანიის პროდუქციის შესახებ ცნობიერების ამაღლება როგორც მომხმარებლებში, ასევე გუნდის წევრებს შორის.
  • მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილება მაღალი დონის ტექნიკური პროდუქტის შესახებ მომხმარებლისთვის მაღალი დონის კონსულტაციის გაწევა აგრონომიული და ტექნიკური მიმართულებით;
  • აგრონომიული კვლევების წარმოება კონკრეტულ პროდუქციაზე მომხმარებელთა ტერიტორიაზე და შედეგებზე დაკვირვება.
  • კვლევების მონაცემების შეგროვება, ანალიზი და შეტანა  პროდუქტის მახასიათებლებისა და აგრონომიული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
  • მიმდინარე პორტფელის ანალიზი და ბაზრის საჭიროებების მიხედვით პორტფელის ხარვეზების გაუმჯობესება / დახვეწა.
  • ზრუნვა კომპანიის პროდუქციის გაყიდვების ბაზრის წილის ზრდაზე;
  • გაყიდვების გუნდის განვითარება და მხარდაჭერა.

პიროვნული თვისებები:

  • ამოცანის გადაჭრაზე/გამოსავლის ძიებაზე ორიენტირება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ენერგიულობა;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • გუნდთან მუშაობის უნარი.

 

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 6 თებერვლის ჩათვლით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ მიჰყვეთ მოცემულ ბმულს და გაიაროთ რეგისტრაცია https://goo.gl/forms/SIW2PuCl925mZeu33.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!