დაგვიკავშირდით : +995 591 961 111
ელ-ფოსტა : irina@hr4b.ge

გასაუბრებისთვის მოსამზადებელი ინდივიდუალური ქოუჩ-სესია

ნებისმიერი ვაკანსიაზე შერჩევა მიმდინარეობს ორი ძირითადი პირობის გათვალისწინებით. ესენია შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან და კონკურენცია კანდიდატებს შორის.

თუ თქვენ უკვე მიგიწვიეს გასაუბრებაზე, ესე იგი თქვენი CV/რეზიუმე საკმარისად ინფორმატიული და ვაკანსიის ძირითადი მოთხოვნების შესაბამისი იყო, ასევე სწორად შედგენილი, თუმცა ზოგჯერ კანდიდატების დეფიციტის გამო გარკვეულ ხარვეზებზე თვალის დახუჭვაც შეიძლება აღმოჩნდეს ამის მიზეზი. შესაბამისად ჯერი გასაუბრების წარმატებით გავლაზე მიდგა, ხოლო ჩვენი 17+ წლიანი გამოცდილება გვეუბნება, რომ გამოცდილ სპეციალისტებსაც, რომლებიც შეიძლება წამყვან პოზიციებზე მუშაობენ, სჭირდებათ დამატებითი მომზადება გასაუბრებისთვის.

ჩვენი სესია ტარდება ინდივიდუალურად, გრძელდება 1,5 სთ-ს და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

პირველადი შეფასება - გაცნობა არსებული CV-ს, სასურველი პოზიციების გამოკვეთა

გასაუბრება სასურველი პოზიციების გადმოსახედიდან

კანდიდატის სუსტი და ძლიერი მხარეების გამოკვეთა, ჯანსაღი და ზუსტი უკუკავშირის მიცემა

რთულ კითხვებზე პასუხების ვარიანტების მომზადება

ხელფასზე მოლაპარაკების სტრატეგიების სწავლება

პასუხების სწორი ფორმულირების სწავლება, სწორი ფრაზებისა და სიტყვების გამოყენება, რაც მეტად ეფექტურს ხდის გასაუბრებას

გამსაუბრებლის მხრიდან კანდიდატის მიმართ მოლოდინების გათვითცნობიერება და ამ გადმოსახედიდან პასუხის გააზრება