დაგვიკავშირდით : +995 591 961 111
ელ-ფოსტა : irina@hr4b.ge
HR კონსალტინგი

ხშირად კომპანიებს ესაჭიროებათ კონკრეტულ HR საკითხზე რჩევა პროფესიონალებისგან.

ჩვენი სფერო ზოგადად გამოირჩევა მოჩვენებითი სიმარტივით, თითქოს ყველამ იცის მართვა, ფსიქოლოგია, ყველას შეუძლია HR -ობა. თუმცა ეს მცდარი შეხედულებაა და რამდენადაც ადამიანი არაა მარტივი, იმდენად და უფრო მეტად არაა მარტივი ადამიანების ჯგუფის მართვა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. HR სფერო მოითხოვს კომპლექსურ მიდგომებს. უმეტესი საკითხების გადაწყვეტისას ერთდროულად განვიხილავთ საკითხს HR მენეჯმენტის საუკეთესო თანამედროვე პრაქტიკების, ასევე კონკრეტული კომპანიის უნიკალური მოცემულობის, სამართლიანობის, ეფექტურობის და სხვა მიმართულებით.

ჩვენგან თქვენ მიიღებთ კონკრეტული ამოცანის შესაძლო გადაწყვეტის გზებსა და რჩევებს, ასევე კონკრეტული ამოცანიდან გამომდინარე ზუსტ პასუხებსაც.