მთავარი აგრონომის ვაკანსია
რეკრუტინგული & საკონსულტაციო კომპანია ადამიანური რესურსები ბიზნესისთვის – HR4 Business დამკვეთი საერთაშორისო კომპანიისთვის (სოფლის მეურნეობის დისტრიბუცია მსოფლიოს 47 ქვეყანაში) აცხადებს მთავარი აგრონომის/ბიზნეს განვითარების მენეჯერი ვაკანსიას.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო კვირა;
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2500 ლარიდან, კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება აგრონომიის, ან სოფლის მეურნეობის მიმართულებით;
- მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება აგრო კულტურის, სათესლე, აგრო ქიმიკატების და სასუქების სფეროში.
- ქართული აგრო კულტურის ცოდნა მაღალ დონეზე: სტრუქტურა და ტენდენციები/ ფერმერებისთვის აქტუალური საკითხები/ საკვანძო ფერმები და ფერმერები;
- თანამედროვე აგრარული სტრუქტურისა და ტენდენციების ძირეული ცოდნა;
- რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (აუცილებელია);
- ინგლისური ენის ცოდნა (სასურველი).
ძირითადი მოვალეობები:
- არსებულ და ახალ მომხმარებლებთან ვიზიტი მათი საჭიროებების განსახილველად;
- თითოეული აგრო კულტურის მსხვილი და საშუალო ფერმებისათვის სისტემური /გადაწყვეტილებებზე ორიენტირებული შეთავაზებების წარმოება/განვითარება (დასაწყისიდან დასასრულამდე);
- კომპანიის პროდუქციის შესახებ ცნობიერების ამაღლება როგორც მომხმარებლებში, ასევე გუნდის წევრებს შორის.
- მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილება მაღალი დონის ტექნიკური პროდუქტის შესახებ მომხმარებლისთვის მაღალი დონის კონსულტაციის გაწევა აგრონომიული და ტექნიკური მიმართულებით;
- აგრონომიული კვლევების წარმოება კონკრეტულ პროდუქციაზე მომხმარებელთა ტერიტორიაზე და შედეგებზე დაკვირვება.
- კვლევების მონაცემების შეგროვება, ანალიზი და შეტანა პროდუქტის მახასიათებლებისა და აგრონომიული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
- მიმდინარე პორტფელის ანალიზი და ბაზრის საჭიროებების მიხედვით პორტფელის ხარვეზების გაუმჯობესება / დახვეწა.
- ზრუნვა კომპანიის პროდუქციის გაყიდვების ბაზრის წილის ზრდაზე;
- გაყიდვების გუნდის განვითარება და მხარდაჭერა.
პიროვნული თვისებები:
- ამოცანის გადაჭრაზე/გამოსავლის ძიებაზე ორიენტირება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ენერგიულობა;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- პრეზენტაციის უნარი;
- გუნდთან მუშაობის უნარი.
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 6 თებერვლის ჩათვლით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ მიჰყვეთ მოცემულ ბმულს და გაიაროთ რეგისტრაცია https://goo.gl/forms/SIW2PuCl925mZeu33.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!