+995 591 96 11 11
 irina@hr4b.ge

ეტაპები

რა ეტაპებისგან შედგება სამუშაოს ძიება და როგორ მივხვდეთ სად „ვიჭედებით“?

გავყვეთ სტანდარტულ გზას:
ვეცნობით გამოქვეყნებულ ვაკანსიებს, ვაგზავნით CVს, გვიბარებენ გასაუბრებაზე, გავდივართ გარკვეულ ეტაპებს და საბოლოო პასუხით, ან ამ პასუხის არასდროს მიღებით ვიგებთ რამდენად წარმატებულად გავიარეთ ეს გზა.
თუ დავსაქმდით, ხომ კარგი. თუ არა და მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ და მარტივად შევაფასოთ სად „გავიჭედეთ“:
  1. თუ გასაუბრებაზე გვიბარებენ – ესე იგი CV-ს ხარისხი მისაღებია იმდენად მაინც, რომ ცალსახად არ დაგვბლოკონ და/ან ვაკანსიის ძირითად მოთხოვნებს ვაკმაყოფილებთ. ამიტომ თუ გასაუბრებაზე თითქმის არ გვიბარებენ, უნდა მივაქციოთ ყურადღება სად და როგორ CV-ს ვაგზავნით. გავითვალისწინოთ, რომ მინიმუმ ძირითად მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში სასურველ მოთხოვნებსაც. და, რა თქმა უნდა, ჩვენი პროფესიონალიზმი და ვაკანსიასთან შესაბამისობა უნდა იკითხებოდეს CV-ში. ხშირია შემთხვევები, როცა კანდიდატი არასრულად წერს მნიშვნელოვან ინფორმაციას, ან საერთოდაც გამოტოვებს ხოლმე. და მხოლოდ გასაუბრებით არის შესაძლებელი დადგინდეს ყველაზე საინტერესო ფაქტები. მაგრამ აქამდე ჯერ უნდა მივიდეთ.ასეც მომხდარა, სივი განუახლებია კანდიდატს, სხვა დროს გამოუგზავნია და სრულიად სხვა შთაბეჭდილება დაუტოვებია. შეცვლილი იყო როგორც        ფორმატი, ასევე ტექსტი. ასე, რომ კარგი სივი თავის საქმეს ნამდვილად აკეთებს.
    თუ გარკვეული სიხშირით გვიწვევენ გასაუბრებაზე, მაგრამ შემდეგ ვეთიშებით შერჩევას, ესე იგი სივი უფრო კარგი გვაქვს, ვიდრე გასაუბრების გავლის ტექნიკა და, სწორედ, ეს ეტაპი გვაქვს კარგად დასამუშავებელი.
  2. ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ ზოგჯერ მაღალკვალიფიციური კანდიდატებიც კი ვერ ფლობენ გასაუბრების გავლის ტექნიკებს. მარტივად, რომ ვთქვათ, არასწორად პასუხობენ მნიშვნელოვან კითხვებს, რითაც სრულიად არასახარბიელო, ან სხვა ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებენ გამსაუბრებელზე. ისინი „არასწორ“ საკვანძო სიტყვებს იყენებენ, რთულ კითხვებზე პასუხისას არასწორ აქცენტებს სვამენ. ამის ძირითადი მიზეზს წარმოადგენს უკუკავშირის, მიუკერძოებელი შეფასების უქონლობა და გამსაუბრებლის ინტერესების არ ცოდნა. მარტივად, რომ ვთქვათ არ გვესმის რისთვის გვისვამენ კონკრეტულ კითხვებს, რა მოიზრება სწორ პასუხად და სხვისი თვალით როგორ აღიქმება ჩვენი პასუხები.

აი, ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლისათვის არსებობს ჩვენი სერვისი – მომზადება გასაუბრებისთვის. რომელიც გულისხმობს:

  1. ინდივიდუალურ შეხვედრას კანდიდატთან
  2. CV-ს შეფასებას და შედარებას კანდიდატის რეალურ კომპეტენციებთან, რეკომენდაციებს CV-ს დახვეწასთან დაკავშირებით
  3. კანდიდატის ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასებას, სწორ წარმოჩინებას
  4. რთული კითხვებისთვის მომზადებას
  5. ხელფასზე მოლაპარაკების სტრატეგიების სწავლებას.

 

ზოგადად სულ უნდა გვახსოვდეს, რომ კანდიდატი გადის 2 ძირითად კრიტერიუმს. ესენია:

  1. ვაკანსიის მოთხოვნები
  2. კონკურენცია

შესაძლოა სრულად აკმაყოფილებდეთ ვაკანსიის მოთხოვნებს, მაგრამ სხვამ უფრო კარგად წარმოაჩინოს თავისი კანდიდატურა.

HR4 Business გისურვებთ წარმატებას ყველა ეტაპზე და მზად არის თავისი მომსახურებით დაგეხმაროთ სასურველი სამსახურის მოპოვებაში!