+995 591 96 11 11
 irina@hr4b.ge

„ყველა ჰედ ჰანთერი რეკრუტერია, თუმცა ყველა რეკრუტერი ჰედჰანთერი არაა“

„ყველა ჰედ ჰანთერი რეკრუტერია, თუმცა ყველა რეკრუტერი ჰედჰანთერი არაა“

  • რა არის ჰედ ჰანთინგი?

ჰედ ჰანთინგი განსხვავდება პერსონალის შერჩევის სტანდარტული პროცესისგან  და  გულისხმობს საუკეთესო კანდიდატების პროაქტიული ძიებისა და მოლაპარაკებების რთული პროცესის – გადმობირების – წარმოებას. ჰანთერის სამიზნეს წარმოადგენენ კანდიდატები, რომლებიც საუკეთესოდ შეესაბამებიან ვაკანსიის მოთხოვნებს, თუმცა არ არიან ახალი სამსახურის აქტიური ძიებით დაინტერესებულები.

ხშირ შემთხვევაში, ეს კანდიდატები არიან ექსპერტები კონკრეტულ ინდუსტრიაში/სფეროში, აქვთ კონკრეტული სეგმენტის და ბაზრის ღირებული ცოდნა. მათ შეუძლიათ მარტივად მოერგონ ახალ გუნდს, დანერგონ და შემოიტანონ კომპანიაში ახალი ტექნოლოგიები, გადადგან კომპანიისთვის გადამწყვეტი ნაბიჯები განვითარებისკენ და მოიძიონ საკვანძო პარტნიორები. ისინი თავადაც საკვანძო თანამშრომლები არიან, რომელთა წვლილი კომპანიის წარმატებაში არის თვალსაჩინო და უტყუარი.

  • როდის ვიყენებთ ჰედ ჰანთინგს?
  1. როდესაც საუბარი მიდის აღმასრულებელი და ტოპ პოზიციების, ვიწრო/იშვიათი სპეციალიზაციის და საშუალო რგოლის მენეჯერების აყვანაზე.
  2. როდესაც სტანდარტულმა რეკრუტინგმა ვერ მოიტანა სასურველი შედეგი – ვაკანსიაზე შემოსული აპლიკაციები ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.
  3. როდესაც ვაკანსია კონფიდენციალურია და მოითხოვს „დაფარულ“ მუშაობას და მეტ სიფრთხილეს.
  • რას მოითხოვს ეს მეთოდი ჰანთერისგან?

ჰანთერის სამიზნე კანდიდატები არ არიან აქტიურ ძიებაში, რადგან არიან წარმატებულები, დაფასებულები და საკმარისად კომფორტულად გრძნობენ თავს მიმდინარე სამუშაოზე. მათი დაქირავების, უფრო სწორად გადმობირების პროცესი პრინციპულად განსხვავდება აქტიურ ძიებაში მყოფი კანდიდატებისაგან, რომლებიც მაქსიმალურად მოტივირებულნი და გახსნილი არიან შეთავაზებებისთვის. ასეთ კანდიდატებთან ურთიერთობა მოიცავს მოლაპარაკებების საკმაოდ რთულ და საპასუხისმგებლო პროცესს და მოითხოვს ჰანთერისგან განსაკუთრებულ ეთიკურობას, სიფრთხილესა და პროფესიონალიზმს.

 

ჩვენს გუნდს აქვს ჰედ ჰანთინგის მრავალწლიანი და წარმატებული მუშაობის გამოცდილება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. მზად ვართ მოვიძიოთ თქვენთვის საუკეთესო კანდიდატები.