დაგვიკავშირდით : +995 591 961 111
ელ-ფოსტა : irina@hr4b.ge

ტალანტების მოძიება და შერჩევა

ჩვენი ძირითადი მიმართულება არის საშუალო და მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე ტალანტების მოძიება, ასევე სხვდასხვა სფეროს მაღალი დონის სპეციალისტების მოძიება. სწორედ ამ მიზნით შევქმენით მაღალი დონის კანდიდატების ბაზა, ვაკანსიის არსებობისას შერჩევას სწორედ ამ ბაზიდან ვახორციელებთ, ვახდენთ კანდიდატებისა და კომპანიების ინტერესების თანხვედრას. ასეთი მეთოდით მუშაობა გვეხმარება უმოკლეს ვადაში შევთავაზოთ შესაფერისი კანდიდატი დამკვეთ კომპანიას, ხოლო კანდიდატს მივმართოთ მისთვის მიმზიდველი შეთავაზებით. პროფესიონალებს ვპოულობთ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.

 

მას-რეკრუტინგი

ვფლობთ რა დიდი მოცულობის რეკრუტინგული პროექტების სწორად ორგანიზებისა და მართვის კარგ გამოცდილებას, მზად ვართ სრულად დავაკომპლექტოდ თქვენი კომპანია საჭირო ადამიანური რესურსებით.

ვეცნობით დამკვეთი კომპანიის ორგანიზაციულ კულტურას

ვეხმარებით ამოცანის სწორად დასმაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნების შედგენაში

ვადგენთ სტრატეგიას

ვაკანსიის გამოცხადების საჭიროების შემთხვევაში ვადგენთ პროფესიულად გამართულ და კანონთან შესაბამის ტექსტს

ვავლენთ ყველაზე ეფექტურ არხებს და შერჩევის მეთოდებს

ვაწარმოებთ CV/რეზიუმეების გადარჩევას, პირადად ვესაუბრებით, ვადგენთ მათ პროფილს, ვამოწმებთ რეკომენდაციებს

მთელი პროცესის მანძილზე ვზრუნავთ დამკვეთი კომპანიის დადებითი იმიჯის შენარჩუნებაზე

ვეხმარებით მოლაპარაკებების წარმოებაში საუკეთესო კანდიდატებთან.

ვაკანსიაზე მუშაობის ვადა ძირითად მერყეობს 2 კვირიდან 1 თვემდე, თუმცა 3-4 დღეშიც მოგვიძიება კანდიდატები, მათ შორის რთულ ვაკანსიებზეც.